Saturday, April 24, 2010

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელი

ეკოლოგია

2.პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით

ეკოლოგიური პრობლემები ცოცხალ ორგანიზმებსა და საცხოვრებელი გარემოს ურთიერთდამოკიდებულების შესწავლა

3.პროექტის სრული აღწერა

ეკოლოგია ბერძნულისიტყვაა (oikos – სახლი, გარემო და logos – შეცნობა, სწავლა), იგი ბიოლოგიის ნაწილია. ეკოლოგია ცოცხალ ორგანიზმებს შორის ურთიერთკავშირებს, აგრეთვე ცოცხალ ორგანიზმებსა და მათ საცხოვრებელ გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას შეისწავლის.

ტერმინი "ეკოლოგია" ზოგჯერ ცნების "გარემოს დაცვა" აღსანიშნავადაც გამოიყენება, თუმცა ბოლო წლებში ამ ორი ტერმინის გამიჯვნის ტენდენცია შეიმჩნევა, სადაც "ეკოლოგია" აღნიშნავს ბიოლოგიის დარგს, ხოლო "გარემოს დაცვა" – ადამიანის საქმიანობის შედეგად მისი გარემოს დეგრადაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.

გარემოს დაცვა გულისხმობს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას და გარემოს არსებული დაზიანების აღმოფხვრას. აქ წინა პლანზე დგას ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა.

კლასში მოსწავლეები დაიყოფიან ოთხ ჯგუფად: I ჯგუფი მოიძიებს მასალას ეკოლოგიაზე, სადაც აღწერილი იქნება ყველაფერი ბუნების დაცვაზე და გაფრთხილებაზე, II ჯგუფი მოიძიებს სურათებს, III ჯგუფი მოიძიებს ვიდეო მასალას, IV ჯგუფი კი შეიძენს რამდენიმე ნერგს და დარგავს სკოლის ეზოში.

მოსწავლეები შეფასდებიან ორგანიზებით, ინფორმაციის მოძიებით, ისტ–ის გამოყენებით, ჯგუფში თანამშრომლობით. ამის მიხედვით შეფასდებიან საშუალო, კარგი ან საუკეთესო ქულით.

4.მონაწილეთა ასაკი

15–16 წელი

5.ვადები/ხანგრძლივობა

ორი თვე

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში

დიალოგი, პრეზენტაცია, სურათები, ვიდეოები

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას

მოსწავლეები მოიძიებენ მასალას ეკოლოგიაზე, მოიძიებენ სურათებს, ვიდეოს და შემდეგში ეს მასალა დადებული იქნება ბლოგზე.

8.სარგებელი სხვებისთვის

შეისწავლიან და გაუფრთხილდებიან ბუნებას, არ დაანაგვიანებენ და არ გააჩანაგებენ ტყეებს, დარგავენ ხეებს და გაამწვანებენ ეზოებს.

9.სამუშაო ენა

ქართული

10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან

მონაწილეები სხვა სკოლებიდან არ გვყავს

11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი

მასალის მოსაძიებლად და დასამუშავებლად მოსწავლეები დაიხმარებენ ბიოლოგიის პედაგოგს მანანა ჭკუასელს, სურათებისთვის და ვიდეოებისთვის მათ დაეხმარებათ ქიმიის პედაგოგი ლალი ბაღაშვილი.

პროექტის განხორციელების შედეგად მიიღწევა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შემდეგი შედეგები

ბიოლოგია: მოსწავლე იკვლევს გარემო ფაქტორების ზეგავლენას ორგანიზმის ჯანმრთელობაზე და მსჯელობს მდგრადი განვითარების მნიშვნელობის შესახებ.

ქიმია: მოსწავლე აწერს ორგანულ ნაერთებს, მსჯელობს მათი მნიშვნელობების შესახებ

12.პროექტის ფასილიტატორი

ქეთევან წერეთელი

13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა

ketino.1967@gmail.com

14.პროექტის ფორუმი

ფორუმი არ გვაქვს

15.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი

http://ketevanwereteli.blogspot.com/